სამხედრო-საინჟინრო სწავლება 06/18/2021 4:24 PM

კადეტებისათვის საინჟინრო-საბრძოლო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ორდღიანი სწავლება ჩაატარეს.

პრაქტიკული დავალებების შესრულებამდე კადეტებს პრეზენტაციის ფორმატში გააცნეს სამხედრო საინჟინრო საქმის ისტორია, სხვადასხვა დანიშნულების ნაღმები, საინჟინრო დაბრკოლებები და ამ სფეროს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

სწავლების მეორე ნაწილი საველე პირობებში გაგრძელდა. კადეტები გაეცნენ საინჟინრო მომზადების, ნაღმების და დანაღმულ ველზე გადაადგილების სპეციფიკას. სწავლების ბოლოს კადეტებმა თავად სცადეს საინჟინრო ამოცანების შესრულება.

ფოტო გალერეა