საინფორმაციო შეხვედრა 04/16/2019 12:00 AM

   დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. მესამე სასწავლო კურსის უფროსმა ზურაბ ჭელიძემ, კადეტებმა მარიამ დავლაძემ და ლაშა აბულაძემ თანატოლებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიღების, სწავლებისა და ცხოვრების პირობები გააცნეს. საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავს როგორც სასწავლებლების, ასევე სამხედრო საქმის პოპულარიზაციას.

ფოტო გალერეა