საინფორმაციო შეხვედრა იმერეთის რეგიონში 04/27/2021 10:24 AM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად იმერეთის რეგიონში გაიმართა.

მაიორი გენადი ჯიბლაძე და კადეტები: დეა აბზიანიძე და გიორგი რამიშვილი ზესტაფონისა და თერჯოლის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ ახალგაზრდებს პრეზენტაციის ფორმატში ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ლიცეუმის შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ძირითადად მოსწავლეთა შეკითხვები მიღებისა და საგამოცდო პროცედურებს შეეხო.

ფოტო გალერეა