საინფორმაციო შეხვედრა 05/30/2019 12:00 AM

   დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დასრულდა. წლევანდელი ბოლო საინფორმაციო შეხვედრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სტეფანწმინდის პირველ საჯარო სკოლაში შედგა. ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ მაია გაბუნიამ და იურისტმა დავით ლომსიანიძემ სასწავლებლის უპირატესი მხარეებისა და ლიცეუმში მოსწავლეთა ჩარიცხვის პროცედურების შესახებ ისაუბრეს. კადეტებმა ტარიელ ღიბრაძემ და თამარ რაპოტიხინამ მოსწავლეებს ლიცეუმის პრეზენტაციას წარუდგინეს და დეტალურად გააცნეს ლიცეუმში სწავლებისა და ცხოვრების პირობები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება. ამ მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან. ახალი სასწავლო წლისათვის ლიცეუმში მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია 17 ივნისიდან დაიწყება და 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ფოტო გალერეა