საინფორმაციო შეხვედრა 04/24/2019 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ლიცეუმის წარმომადგენლები სიღნაღის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა წნორის პირველ საჯარო სკოლაში შედგა. მოსწავლეებს პრეზენტაცია წარუდგინეს II სასწავლო კურსის კადეტებმა ნიკოლოზ ხურციძემ და ნინი სადუნიშვილმა. პირადად გააცნეს თანატოლებს ლიცეუმში ცხოვრებისა და სწავლების პირობები. შეხვედრაზე ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ მაია გაბუნიამ იმ გარემოებაზე ისაუბრა, რითაც გამორჩეულია ლიცეუმი სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან. მოგვიანებით კი მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმს მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც აქვს დაგეგმილი.

ფოტო გალერეა