საინფორმაციო შეხვედრა 05/23/2019 12:00 AM

   გრძელდება კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები. ლიცეუმის წარმომადგენლები ამჯერად ქობულეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ მესამე სასწავლო კურსის უფროსმა მაიორმა ზურაბ ჭელიძემ და კადეტებმა ანი ბოჭორიშვილმა და გეგა თავხელიძემ ლიცეუმის პრეზენტაცია წარუდგინეს და გააცნეს ლიცეუმში მოსწავლეთა მიღებისა და სწავლების პირობები. ასევე, ხაზი გაუსვეს იმ გარემოებებს, რითაც გამორჩეულია ლიცეუმი სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეკითხვები ძირითადად ლიცეუმში მოსწავლეთა მიღებას შეეხო.

ფოტო გალერეა