საინფორმაციო შეხვედრა 05/16/2019 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მესამე სასწავლო კურსის უფროსი მაიორი ზურაბ ჭელიძე და კადეტები ეთერ ბახტურიძე და ზურაბ მამანიშვილი თეთრიწყაროს, სოფელ კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ ახალგაზრდებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.

ფოტო გალერეა