საინფორმაციო შეხვედრა 05/14/2019 12:00 AM

   ლენტეხის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. მოსწავლეებს ლიცეუმის პირველი სასწავლო კურსის უფროსი მაიორი გენადი ჯიბლაძე და კადეტები სალომე დავითულიანი და ლაშა ხარაზიშვილი შეხვდნენ. ისინი ახალგაზრდებს ლიცეუმში მიმდინარე პროცესების, მიღებისა და იმ გარემოებების შესახებ ესაუბრნენ, რომლითაც გამორჩეულია ლიცეუმი სხვა საჯარო სკოლებიდან. მოგვიანებით კი მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ლიცეუმის მომავალ შეხვედრას თეთრიწყაროს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გამართავს.

ფოტო გალერეა