საინფორმაციო შეხვედრა 11/07/2018 12:00 AM

   დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ბაღდათის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. კადეტებმა ანი სილაგაძემ, ლუკა ენდელაძემ და გეგა თავხელიძემ თანატოლებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიღების, სწავლებისა და ცხოვრების პირობები გააცნეს. ისინი მოსწავლეებს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებაც ესაუბრნენ. საინფორმაციო შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზების სამსახურის ინიციატივით და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა როგორც სასწავლებლების, ასევე სამხედრო საქმის პოპულარიზაციას.

ფოტო გალერეა