საინფორმაციო შეხვედრა ყვარელის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან 05/05/2017

   დღეს, ლიცეუმის წარმომადგენლები ყვარელის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტი მეორე საჯარო სკოლაში შედგა. კადეტებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ლიცეუმის ისტორიის, საქმიანობის, მიღების პირობების, სასწავლო პროცესისა და დღის განრიგის შესახებ. ასევე, დამსწრე საზოგადოებას აცნობეს, რომ ლიცეუმში არამარტო ვაჟებს გოგონებსაც შეუძლიათ სწავლა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. დაინტერესებულ მოსწავლეთა კითხვებს პასუხობდა ლიცეუმის პირველი სასწავლო კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ვახტანგ ლომთაძე. მსგავსი ტიპის შეხვედრები დაგეგმილია სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებთან.

ფოტო გალერეა