საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებთან 04/10/2017 5:30 PM

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისათვის მზადებას იწყებს და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. 

   ლიცეუმის დირექტორის მოადგილე ქალბატონი მაია გაბუნია და მეორე სასწავლო კურსის ოფიცერი ზვიად ჩუბინიძე კადეტებთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. მოსწავლეებს პრეზენტაცია I სასწავლო კურსის კადეტებმა ანი სილაგაძემ და ნუგზარ ქვარიანმა წარუდგინეს. მათ ახალგაზრდებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ ლიცეუმში სწავლა გოგონებსაც შეუძლიათ. 

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებს მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილი აქვთ ჩოხატაურის, ოზურგეთის, ფოთის, დმანისის, ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის, ხულოს, შუახევის, მცხეთის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ყვარელის, ასპინძისა და მესტიის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. კადეტთა სამეხდრო ლიცეუმის დირექცია მადლობას უხდის ხარაგაულის საგანმაანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ბატონ დავით კიკნაძეს გაწეული დახმარებისათვის.

ფოტო გალერეა