საინფორმაციო შეხვედრა შუახევის მოსწავლეებთან 05/1/2017

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეორე სასწავლო კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძე და პირველი სასწავლო კურსის კადეტები შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. კადეტებმა საბა სვანიძემ და ნინო გოტიაშვილმა მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მოსწავლეებთან შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 4 და 5 მაისს მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილია, მცხეთის, დუშეთის, დედოფლისწყაროსა და ყვარელის სკოლების მოსწავლეებთან.

ფოტო გალერეა