ლიცეუმის წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ისინი თავდაპირველად აბაშის სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ, მოგვიანებით კი სენაკში გადაინაცვლეს, სადაც დაინტერესებულ პირთა დიდი ნაკადი დახვდათ. შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას პირველი სასწავლო კურსის კადეტებმა: დავით ენდელაძემ და მარიამ მუკბანიანმა ლიცეუმის პრეზენტაცია წარუდგინეს. მათ დეტალურად ისაუბრეს, ლიცეუმში სწავლებისა და ცხოვრების პირობების შესახებ. მისაღები გამოცდების ფორმატში შესული ცვლილებაზე-მათემატიკის გამოცდაზე კი, ახალგაზრდებს დირექტორის მოადგილე მაია გაბუნია ესაუბრა. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომლითაც ლიცეუმი გამორჩეულია სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან. მსგავსი ტიპის შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.