საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის სკოლების მოსწავლეებთან 04/27/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ისინი ამჯერად ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ესტუმრნენ. შეხვედრას რუსთავის მე-18 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. შეკრებილ მოსწავლეებს ლიცეუმის პრეზენტაცია, მიღებისა და სწავლების პირობები სასწავლებლის დირექტორის მოადგილემ მაია გაბუნიამ და კადეტებმა ანი სილაგაძემ და კონსტანტინე მექვაბიძემ გააცნეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს.

ფოტო გალერეა