საინფორმაციო შეხვედრა ქალაქ გორის მოსწავლეებთან 05/17/2018 12:00 AM

   დღეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ქალაქ გორის სკოლების მოსწავლეებთან. შეხვედრას პირველი სასწავლო კურსის ოფიცერი, კაპიტანი ბერდია მუშკუდიანი უძღვებოდა, რომელმაც მოსწავლეებს ლიცეუმის მიზნები და მიღების პირობები გააცნო. მოგვიანებით კი კადეტებმა ნიკოლოზ ზაზიაშვილმა და ანი ონიანმა ლიცეუმში ცხოვრებისა და სწავლების პირობების შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დასასრულ ახალგაზრდებს ლიცეუმის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.

ფოტო გალერეა