საინფორმაციო შეხვედრა მესტიის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან 05/16/2017

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. ამ მიზნით, ლიცეუმის წარმომადგენლებმა მესტიის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს. ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ მაია გაბუნიამ და კადეტებმა მოსწავლეებს სასწავლებლის ისტორიის, ამოცანის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სასწავლო პროგრამების, მიღების პირობების შესახებ ინფორმაცია მიწოდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ფოტო გალერეა