საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან 04/21/2017

   21 აპრილს, ლიცეუმის მესამე სასწავლო კურსის ოფიცერი გიორგი ცუცქირიძე, პირველი სასწავლო კურსის კადეტები კონსტანტინე მექვაბიძე და თამთა ჩხენკელი მარნეულის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. კადეტებმა მოსწავლეებს ლიცეუმის ისტორია, სტრუქტურა, სასწავლო პროგრამა და საყოფაცხოვრებო პირობები პრეზენტაციის სახით გააცნეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიცეუმის წარმომადგენლებმა მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს. სტუმრობა ლიცეუმის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში შედგა და მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეთათვის ინფორმაციის მიწოდებას ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ.

ფოტო გალერეა