საინფორმაციო შეხვედრა ლანჩხუთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან 04/11/2018 12:00 AM

   დღეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ლანჩხუთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და ლიცეუმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალგაზრდებს ლიცეუმის უპირატესი მხარეების შესახებ პირველი სასწავლო კურსის უფროსი, კაპიტანი გენადი ჯიბლაძე ესაუბრა. კადეტებმა ეთერ ბახტურიძემ და დაჩი ბოგვერაძემ კი თანატოლებს ლიცეუმში მიღების, სწავლებისა და ცხოვრების პირობები გააცნეს. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ძირითადად მოსწავლეთა შეკითხვები შეეხო მისაღებ გამოცდებსა და ამ კუთხით განხორციელებულ ცვლილებებს. ლიცეუმს მომდევნო საინფორმაციო შეხვედრა დაგეგმილი აქვს შიდა ქართლის რეგიონში.

ფოტო გალერეა