საინფორმაციო შეხვედრა კასპის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან 04/14/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები კასპის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და ლიცეუმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალგაზრდებს ლიცეუმის უპირატესი მხარეების შესახებ ლიცეუმის ინოვაციური სწავლებისა და ახალი ტექნოლოგიების დანრეგვის კოორდინატორი ლალი ჩარკვიანი ესაუბრა. კადეტებმა ნანიკო ბოჭოიძემ და გიგი ფანჩვიძემ კი თანატოლებს ლიცეუმში მიღების, სწავლებისა და ცხოვრების პირობები გააცნეს. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ძირითადად მოსწავლეთა შეკითხვები შეეხო მისაღებ გამოცდებსა და ამ კუთხით განხორციელებულ ცვლილებებს. ლიცეუმს მომდევნო საინფორმაციო შეხვედრა დაგეგმილი აქვს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

ფოტო გალერეა