საინფორმაციო შეხვედრა დუშეთის საჯარო სკლების მოსწავლეებთან 05/05/2017

 დღეს, ლიცეუმის წარმომადგენლები დუშეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. კადეტებმა მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მსგავსი ტიპის შეხვედრები დაგეგმილია სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებთან.

ფოტო გალერეა