საინფორმაციო შეხვედრა დედოფლისწყაროს სკოლების მოსწავლეებთან 05/04/2017

   დღეს, ლიცეუმის პირველი სასწავლო კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ვახტანგ ლომთაძე და კადეტები დედოფლისწყაროს საჯარო სკოლების მოსწავლეებს ესტუმრნენ. კადეტებმა მარიამ კობერიძემ და კონსტანტინე მექვაბიძემ სკოლის მოსწავლეებს ლიცეუმის ისტორიის, ამოცანის, მიღების პირობების, ასევე, სასწავლო პროცესისა და დღის განრიგის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

   საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ფოტო გალერეა