საინფორმაციო შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებთან 04/12/2017 5:40 PM

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას საქართელოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებთან. ამჯერად ლიცეუმის მეორე სასწავლო კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძე და საინფორმაციო მენეჯერი ალექსანდრე კიკვაძე, კადეტებთან გიგა ტაბატაძესთან და მარია მოლაშხიასთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ ახალგაზრდებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ლიცეუმის ახალი ინიციატივაც გააცნეს - ახალი სასწავლო წლიდან ლიცეუმში სწავლა გოგონებსაც შეუძლიათ.

ფოტო გალერეა