საინფორმაციო შეხვედრა ცაგერის სკოლების მოსწავლეებთან 03/02/2018

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მისაღები გამოცდების საიახლეებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, საინფორმაციო შეხვედრა ცაგერის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გაიმართა. ლიცეუმის დირექტორის მოადგილესთან, ქალბატონ მაია გაბუნიასთან ერთად, პირველი კურსის კადეტებმა - დაჩი ბოგვერაძემ და სალომე დავითულიანმა მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაინტერესება იყო როგორც ვაჟების, ასევე გოგონების მხრიდანაც. მათი შეკითხვები ძირითადად მისაღები გამოცდების სირთულეებს შეეხებოდა. დასასრულ, კადეტებმა მოსწავლეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.

ფოტო გალერეა