საინფორმაციო შეხვედრა 04/03/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმი და ეროვნული თავდაცვის აკადემია აქტიურად ემზადება მოსწავლეთა და სტუდენტთა ახალი ნაკადის მისაღებად. ამ მიზნით, სასწავლებლებმა ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ქალაქ ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. შეხვედრა გაიმართა მე-2 საჯარო სკოლაში, რომელიც დაიწყო ლიცეუმის პრეზენტაციით. სასწავლო დარგში ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ მაია გაბუნიამ, მოსწავლეებთან საუბრისას აქცენტი იმ პერსპექტივებზე გააკეთა, რასაც ლიცეუმი უქმნის მის თითოეულ კურსდამთავრებულს. კადეტებმა, მარიამ კობერიძემ და ოთარ კუხიანიძემ კი თანატოლებს ლიცეუმში მიღების, სწავლებისა და ცხოვრების პირობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ, ახალგაზრდებს გააცნო აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები და გაცვლითი პროგრამები. სასწავლებლების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებთან შეხვედრა კიდევ უფროს საინტერესო ფაზაში გადავიდა და მათ ლექცია ჩაუტარდათ თემაზე: ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების როლი ქვეყნის სტაბილურობასა და აღმშენებლობაში“. ლექცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სასწავლო ბატალიონის, მეოთხე კურსის უფროსის მოადგილემ, უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ქავთარაძემ ჩაატარა. მან შეხვედრა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სერჟანტის არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. საინტერესო და ინტერაქტიული ხასიათის ლექცია მიზნად ისახავდა მოსწავლეებში შეიარაღებული ძალების ცნობადობის ამაღლებას. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი და ეროვნული თავდაცვის აკადემია ერთობლივი შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

ფოტო გალერეა