საინფორმაციო შეხვედრა ბაღდათის სკოლების მოსწავლეებთან 03/29/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მისაღები გამოცდების ფორმატში შესული ცვლილებების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებას განაგრძობს. ამ მიზნით ლიცეუმის მესამე სასწავლო კურსის უფროსი, მაიორი ზურაბ ჭელიძე და კადეტები ბაღდათის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა მეორე საჯარო სკოლაში შედგა. დამსწრე საზოგადოებას კადეტებმა დავით ენდელაძემ და მარიამ მუკბანიანმა პრეზენტაცია და ლიცეუმის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი წარუდგინეს, დეტალურად ისაუბრეს ლიცეუმში მიღების, სწავლებისა და ცხოვრების პირობების შესახებ. მიწოდებულმა ინფორმაციამ მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია, რაც გამოიხატა კიდევაც მათ მიერ დასმული შეკითხვების სიმრავლით.

ფოტო გალერეა