საინფორმაციო შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან 05/15/2017

   სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მესამე სასწავლო კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი არჩილ ოდოსაშვილი, მასწავლებელი მურმან სურმავა და პირველი სასწავლო კურსის კადეტები ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. კადეტებმა საბა სვანიძემ და ნინო გოტიაშვილმა მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მოსწავლეებთან შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ფოტო გალერეა