საინფორმაციო შეხვედრა თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან 04/26/2016 3:42 PM

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა მაია გაბუნიამ და კადეტმა დავით ჭურაძემ ბოლო საინფორმაციო შეხვედრა ქალაქ თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გამართეს. ლიცეუმის წარმომადგენლებმა მათ სასწავლებლის საქმიანობისა და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მოსწავლეებს პრეზენტაცია II სასწავლო კურსის კადეტმა წარუდგინა და პირადად გააცნო ლიცეუმში ცხოვრებისა და სწავლების პირობები, ასევე ესაუბრნენ იმ გარემოებზე, რითაც გამორჩეულია ლიცეუმი სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან.

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმს მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც აქვს დაგეგმილი.

ფოტო გალერეა