საინფორმაციო შეხვედრა 04/11/2019 12:00 AM

   გრძელდება ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები. ამჯერად ლიცეუმის პირველი სასწავლო კურსის უფროსი გენადი ჯიბლაძე და კადეტები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა ოზურგეთის II საჯარო სკოლაში შედგა, სადაც კადეტებმა ლანა კოხრეიძემ და დავით ლეჟავამ მოსწავლეებს ლიცეუმში მიღების, სასწავლო პროცესისა და დღის განრიგის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავს როგორც სასწავლებლების, ასევე სამხედრო საქმის პოპულარიზაციას.

ფოტო გალერეა