საინფორმაციო შეხვედრა 02/22/2018

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. დღეს ლიცეუმის ხელმძღვანელობა და კადეტები ზესტაფონისა და თერჯოლის სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოსწავლეებს ლიცეუმის საქმიანობა, სასწავლო პროგრამები, სწავლებისა და ცხოვრების წესები კადეტებმა, ლუკა უკლებამ და ანი გორგაძემ, პრეზენტაციის ფორმატში გააცნეს. სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეებისა და მისაღები გამოცდების ფორმატში შესული ცვლილებების შესახებ ახალგაზრდებს დირექტორის მოადგილე მაია გაბუნია ესაუბრა. შემდეგ კი მათ ლიცეუმის მთავარმა სერჟანტმა, იაკობ მარუაშვილმა, დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მოსწავლეებთან შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მათი შეკითხვები ძირითადად მისაღები გამოცდების ფორმატში შესულ ცვლილებას-მათემატიკის გამოცდას შეეხებოდა. ლიცეუმი მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში.

ფოტო გალერეა