საინფორმაციო შეხვედრა სენაკისა და ჩხოროწყუს მოსწავლეებთან 04/08/2021 8:01 PM

 
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს.
დღეს ლიცეუმის დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში, ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძე და კადეტები: გიორგი ახალაძე და მარიამ არდანიანი სენაკისა და ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.
 
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია ლიცეუმში არსებული გარემოს, მოსწავლის მიღებისა და სასწავლო პროცესის შესახებ.
 
მოსწავლეებისათვის წარდგენილ პრეზენტაციას საკმაოდ დიდი დაინტერესება მოჰყვა, რაც აისახა კიდევაც მათ მიერ დასმულ შეკითხვებში. მოსწავლეთა გარკვეულმა კატეგორიამ ლიცეუმში ჩაბარების სურვილიც კი გამოთქვა.
 
ფოტო გალერეა