საინფორმაციო შეხვედრა 04/01/2021 10:31 AM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი იმერეთის რეგიონის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ლიცეუმის წარმომადგენლები საჩხერისა და ჭიათურის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

შეხვედრას სასწავლო კურსის უფროსი მაიორი ირაკლი დეისაძე უძღვებოდა. მაიორმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს ლიცეუმში მოსწავლეთა მიღებისა და სწავლების პირობების შესახებ, ხაზგასმით აღნიშნა გარემოებები, რომლებიც ლიცეუმს გამოარჩევს სხვა საჯარო სკოლებისაგან.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ კადეტები: დავით გოლეთიანი და ნინო ბარბაქაძე. მათ თანატოლებს თავიანთი გამოცდილება და ემოციები გაუზიარეს, ისაუბრეს თუ რატომ მოსწონთ ლიცეუმში არსებული სასწავლო გარემო.

ფოტო გალერეა