საინფორმაციო შეხვედრა 03/30/2021 6:56 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

დღეს ლიცეუმის წარმომადგენლები ბაღდათისა და ვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა მაია გაბუნიამ და კადეტებმა: ნიკოლოზ ჯიჯიხიამ და ქრისტინე მშვილდაძემ მეცხრე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციის ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასწავლო პროგრამების, ლიცეუმში არსებულ გარემოსა და  ცხოვრების პირობების შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ძირითადად ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ პროცესებს შეეხო. 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან.

ფოტო გალერეა