საინფორმაციო შეხვედრა მცხეთის სკოლების მოსწავლეებთან 05/19/2021 9:50 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს.

ლიცეუმის ინსტრუქტორი, მასტერ-სერჟანტი სერგო ზივზივაძე, კადეტები: მარიამ ღიბრაძე და თემურ წაქაძე მცხეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ლიცეუმის შესახებ, დეტალურად გააცნეს ის გარემოებები, რითაც გამორჩეულია ლიცეუმი.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეთა შეკითხვები ძირითადად მოსწავლის მიღების საკითხებს შეეხო. დამსწრეთაგან რამდენიმე მოსწავლემ ლიცეუმში ჩაბარების სურვილი გამოთქვა.

ლიცეუმი აქტიურად ემზადება მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად. წელს მოსწავლეთა რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 21 ივნისიდან 4 ივლისამდე. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ლიცეუმის ოფიციალურ გვერდებზე.

ფოტო გალერეა