საინფორმაციო შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში 04/07/2022 10:06 AM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საქართველოს სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობს.
 
შეხვედრების შემდგომი ციკლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარეობს.
 
ლიცეუმის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობის, წალენჯიხის, ფოთისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.
ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები და კადეტები მოსწავლეებს დეტალურად აცნობენ ლიცეუმში არსებულ სასწავლო და საცხოვრებელ პირობებს, სპეციალურ სასწავლო პროგრამებს, რომელიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, მოსწავლეთა ჩარიცხვისა და მიღების პირობებს.
 
ფოტო გალერეა