საინფორმაციო შეხვედრა 03/29/2022 7:53 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებთან ლიცეუმში ჩარიცხვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
 
საინფორმაციო შეხვედრების ციკლი იმერეთის რეგიონიდან დაიწყო. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები და კადეტები უკვე შეხვდნენ საჩხერის, ჭიათურის, ტყიბულის, თერჯოლის,ზესტაფონის, წყალტუბოს, სამტრედიის, ხონის, ბაღდათისა და ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
 
ლიცეუმის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის ფორმატში მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ლიცეუმის სასწავლო გარემოსა და საცხოვრებელი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
 
ლუცეუმში მოსწავლეთა ახალი ნაკადის მიღება სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დაიწყება. მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ ცხრა კლასს. ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი საფეხურები: რეგისტრაცია, გამოცდები და სამედიცინო შემოწმება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://cutt.ly/WDmypDs
 
ფოტო გალერეა