საინფორმაციო შეხვედრა რუსთავში 05/24/2021 7:42 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდნენ.

რუსთავის მეცხრე კლასის მოსწავლეებს დაწყებითი სამხედრო მომზადების უფროსი ინსტრუქტორი სერჟანტი გრიგოლ აკიმჩევი და კადეტები: დალი ახობაძე და დავით ჭანკოტაძე შეხვდნენ. მათ პრეზენტაციის ფორმატში ლიცეუმის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ჩატარებულმა პრეზენტაციამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც გამოიხატა მათ მიერ დასმულ შეკითხვებში.

შეკითხვები შეეხო როგორც მოსწავლის ჩარიცხვის პროცედურებს, ასევე, ლიცეუმის სასწავლო პროცესსა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.

ლიცეუმი საინფორმაციო შეხვედრებს კვლავ განაგრძობს. შეხვედრები დაგეგმილია აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა, შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონში.

ფოტო გალერეა