კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ქობულეთისა და ხულოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.
კადეტებმა თანატოლებს სასწავლო გარემოს, მოსწავლეთა მიღებისა და დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა პასუხის-რეჟიმში მიმდინარეობდა. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებმა ამომწურავი პასუხები გასცეს მოსწავლეთა შეკითხვებს.