საინფორმაციო შეხვედრა გურიის რეგიონში 04/21/2021 4:20 PM

დღეს ლიცეუმის წარმომადგენლები, საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, იმყოფებოდნენ გურიის რეგიონში.

სასწავლო კურსის უფროსი მაიორი ბერდია მუშკუდიანი და კადეტები: დავით გოლეთიანი და ნინო ბარბაქაძე ოზურგეთისა და ჩოხატაურის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ მოსწავლეებს ლიცეუმში მოსწავლეთა მიღებისა და არსებული სასწავლო გარემოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია ლანჩხუთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

ფოტო გალერეა