საინფორმაციო შეხვედრა მცხეთა-მთიანეთში 04/21/2022 3:47 PM

ლიცეუმი განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. ამჯერად ლიცეუმის წარმომადგენლები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.
 
შეხვედრები გაიმართა მცხეთისა და თიანეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში, სადაც მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებს ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებმა და კადეტებმა მიაწოდეს ინფორმაცია ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვისა და არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ.
 
ლიცეუმში მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ასრულებენ ცხრა კლასს. ჩაბარების მსურველებმა კადეტის სტატუსის მისაღებად შესარჩევი კონკურსი უნდა გაიარონ.
 
ფოტო გალერეა