საინფორმაციო შეხვედრა მესტიაში 05/21/2021 2:43 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრა მესტიაში

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცუემი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ლიცეუმის წარმომადგენლები სვანეთის რეგიონში, მესტიაში იმყოფებოდნენ. კადეტებმა მარიამ ფანცულაიამ და თარაშ გულედანმა სასწავლო კურსის სერჟანტთან ერთად მოსწავლეებს ლიცეუმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სასწავლო მიმართულების გარდა სამხედრო სასწავლებელში ცხოვრების, მეგობრობისა და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების შესახებ ესაუბრნენ.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეთა შეკითხვები ძირითადად მისაღები გამოცდების პროცედურებსა და სასწავლო და საცხოვრებელ პირობებს შეეხო.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ასრულებენ ცხრა კლასს და დააკმაყოფილებენ მისაღები კონკურსის პირობებს.

ფოტო გალერეა