ხულოს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა 04/21/2021 3:41 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ხულოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

საინფორმაციო შეხვედრას ლიცეუმის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი ავთანდილ ახვლედიანი უძღვებოდა. კადეტებმა თამარ ბოლქვაძემ და ლუკა კარჟალოვმა მეცხრე კლასის მოსწავლეებს ლიცეუმში მიღების, სასწავლო პროგრამების, სამხედრო სწავლებებისა და ლიცეუმში არსებული გამორჩეული გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

კადეტთა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა შეკითხვებს მთავარმა სერჟანტმა ავთანდილ ახვლედიანმა უპასუხა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. ლიცეუმს შეხვედრების ორგანიზებაში დახმარებას საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელები უწევენ.

ფოტო გალერეა