საინფორმაციო შეხვედრა გურიის რეგიონში 05/04/2022 3:40 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს გურიის რეგიონში.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები და კადეტები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. კადეტებმა დეტალურად გააცნეს თანატოლებს ლიცეუმში არსებული გარემო, ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების პირობები.

მოგვიანებით ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

სასწავლო წლის დასრულებამდე კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლეებს შეხვდებიან. ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართება.

ფოტო გალერეა