საინფორმაციო შეხვედრა ცაგერის სკოლების მოსწავლეებთან 05/22/2021 3:00 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა ცაგერისა და ლენტეხის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
 
ლიცეუმის მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა ავთანდილ ახვლედიანმა, კადეტებმა დავით ჭანკოტაძემ და მარიამ მაზმიშვილმა მეცხრე კლასის მოსწავლეებს ლიცეუმის პრეზენტაცია წარუდგინეს. დეტალურად გააცნეს სწავლებისა და ცხოვრების პირობები, კადეტთა დღის განრიგი და მოსწავლის მიღების წესი.
 
ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება. ლიცეუმის მისაღები გამოცდებისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დაიწყება. კერძოდ, მოსწავლეთა რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 21 ივნისიდან 4 ივლისამდე.
 
ფოტო გალერეა