კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს აჭარის რეგიონში.
ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ სერჟანტი გრიგოლ აკიმჩევი და კადეტები: გიორგი ბრუნჯაძე და ლილე ბუბუტეიშვილი. მათ მოსწავლეებს ლიცეუმის პრეზენტაცია წარუდგინეს, ესაუბრეს იმ გამორჩეულ გარემოებებზე, რომელსაც ლიცეუმი სთავაზობს თითოეულ კადეტს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. მოსწავლეთა შეკითხვები შეეხო როგორც ლიცეუმში მიღების პირობებს, ასევე საგანმანათლებო პროგრამებს.