კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები გორისა და კასპის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.
ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებმა და კადეტებმა მოსწავლეებს ლიცეუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. აქცენტები გაკეთდა იმ უნარ-ჩვევებზე, რომლითაც ლიცეუმი კონკურენტუნარიანს ხდის კადეტს, როგოც სამხედრო ასევე სამოქალაქო ასპარეზზე.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ლიცეუმში მიღების პირობების შესახებ.