საინფორმაციო შეხვედრა ქარელის სკოლების მოსწავლეებთან 04/14/2022 7:10 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქარელის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

საინფორმაციო შეხვედრას ლიცეუმის მეორე სასწავლო კურსის ოფიცერი, მაიორი ბერდია მუშკუდიანი უძღვებოდა. კადეტებმა იური ხურციძემ და ვიქტორია ლიპარტელიანმა პრეზენტაციის ფორმატში გააცნეს მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. მოსწავლეთა შეკითხვებს ლიცეუმის წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხი გასცეს.

ამ ეტაპზე ლიცეუმის შეხვედრები მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონში. ლიცეუმი ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლეებს შეხვდება.

ფოტო გალერეა