საინფორმაციო შეხვედრა სენაკისა და აბაშის სკოლების მოსწავლეებთან 03/06/2023 4:28 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

ლიცეუმის წარმომადგენლები აბაშისა და სენაკის საჯარო სკოლების მე-8-9 კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ. კადეტებმა შეხვედრის პირველ ნაწილში მოსწავლეებს ლიცეუმის პრეზენტაცია წარუდგინეს. მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო. მოსწავლეები ძირითადად ლიცეუმში ჩარიცხვის პირობებითა და სასწავლო პროგრამებით დაინტერესდნენ.

ლიცეუმი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა ახალ ნაკადს მიიღებს. ლიცეუმში მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ასრულებენ ცხრა კლასს.

ფოტო გალერეა