საინფორმაციო შეხვედრა ლანჩხუთის მოსწავლეებთან 04/26/2021 5:45 PM

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ლანჩხუთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

შეხვედრას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძე უძღვებოდა. მან ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ლიცეუმში მოსწავლეთა მიღების შესახებ და აღნიშნა თუ რატომ უნდა გადაწყვიტონ მოსწავლეებმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სწავლა.

მოგვიანებით კადეტებმა ელენე ტყაბლაძემ და იური ხურციძემ თანატოლებს პრეზენტაციის ფორმატში თავიანთი დღის განრიგი, ლიცეუმში სწავლებისა და ცხოვრების პირობები გააცნეს.

ლიცეუმში მოსწავლეთა მიღებისათვის რეგისტრაცია დაიწყება სასწავლო წლის დასრულების შემდეგ. მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ასრულებენ ცხრა კლასს.

 

ფოტო გალერეა