საინფორმაციო შეხვედრა დედოფლისწყაროს მოსწავლეებთან 06/03/2021 9:18 AM

ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

ამჯერად ლიცეუმის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

დაწყებითი სამხედრო მომზადების სერჟანტმა, უფროსმა სერჟანტმა ნოე თევზაძემ, კადეტებმა: ელენი ჟორჟოლიანმა და ალექსანდრე გვაზავამ მეცხრე კლასის მოსწავლეებს ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის, სასწავლო პროცესისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესის საგანი ლიცეუმში დაგეგმილი ღია კარის დღე გახდა.

10 ივნისს დაგეგმილია ღია კარის დღე. ამ დღეს ლიცეუმში ვიზიტი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.

ფოტო გალერეა