საინფორმაციო შეხვედრა აჭარის რეგიონში 06/01/2021 6:01 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა აჭარის რეგიონში.

ლიცეუმის წარმომადგენლები ბათუმისა და ქობულეთის მეცხრე კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.

შეხვედრას ლიცეუმის პირველი სასწავლო კურსის უფროსი მაიორი ბერდია მუშკუდიანი უძღვებოდა. მაიორმა მოსწავლეებს ლიცეუმის უპირატესი მხარეები და გამორჩეული გარემო გააცნო, ესაუბრა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებსა და ლიცეუმში არსებულ სპეციალურ კურსებზე.

კადეტებმა თომა ხურციძემ და მარიამ კაცაძემ თანატოლებს თავიანთი დღის განრიგი, ლიცეუმში სწავლებისა და ცხოვრების პირობები პრეზენტაციის ფორმატში წარუდგინეს.

ფოტო გალერეა